თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

28 თებერვალი 2024, 18:11 499 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს. ხაზი გაესვა ასევე ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა და ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი