საკანონმდებლო ინიციატივები

26 თებერვალი 2024, 11:52 358 ნახვა

პარლამენტში კი ბიუროს სხდომაა ჩანიშნული,  რომელზეც ორი კანონპროექტი დაინიცირდება.  საუბარია "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა" და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონებში ცვლილებებზე

კანონპროექტების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან. დოკუმენტების მიხედვით, იცვლება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში რეაგირება, დგინდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტია და  უქმდება   ვალდებულება, რომლითაც   ქვეყნის პირველ  პირებს  ნარკოლოგიური შემოწმება ევალებათ. იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები. 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით. ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რომლებიც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. 

ამასთან ცვლილებებით, სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში