თბილისის აეროპორტში 26 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა

15 თებერვალი 2024, 12:27 455 ნახვა

თბილისის აეროპორტში 26 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 25,9 კილოგრამი) გამოვლინდა.

უწყების განმარტებით საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი