ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართეს, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით მაღალმთიან აჭარაში, სამ მუნიციპალიტეტში სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა ასობით ოჯახი, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა, სოფლების უმეტესობა დაიმეწყრა. მათი თქმით, თანამოქალაქეები ხელისუფლებისგან ელოდებიან დახმარებას. ისინი მოითხოვენ, სპეციალისტებთან ერთად სტიქიის ზონების შესწავლას და დასკვნების გასაჯაროებას, აგრეთვე სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ღირსეულ დახმარებას.