ურთულესი და საგანგაშო მდგომარეობაა მაღალმთიან აჭარაში - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააკეთეს. მათი თქმით, სტიქიამ უსახლკაროდ ათობით ოჯახი დატოვა, დაზიანებულია გზები, ინფრასტრუქტურა.
ოპოზიციის წევრები ითხოვენ, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან მათივე განმარტებით, მოსალოდნელია ნალექის და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით მეწყრული პროცესების ისევ გააქტიურება.
ამასთან, ითხოვენ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და ექსპერტებთან ერთად სწრაფად მოხდეს საფრთხეების შეფასება, გასაჯაროვდეს ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, შემუშავდეს კრიზისის მართვის გეგმა, უსახლკაროდ დარჩენილი ათობით ოჯახისათვის კი დაუყოვნებლივ გამოიყოს დროებითი საცხოვრისი. დროულად მოხდეს გზების გაწმენდა და ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ენმ-ს ბრალდებას უპასუხა ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. დეპუტატს მიაჩნია, რომ საზოგადოება სწორად აფასებს მოვლენებს, ოპოზიცია კი არასერიოზულ და უპასუხისმგებლო ქმედებებში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით თვითმმართველობამ სტიქიას ადეკვატურად გაუმკლავდა.