კოლუმბიაში აშშ-თვის განკუთვნილი 5 ტონა კოკაინი ამოიღეს

13 თებერვალი 2024, 08:48 427 ნახვა

5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს კოლუმბიაში მიწისქვეშა სამალავიდან, რომელიც აშშ-ის ბაზარზე უნდა მიეწოდებინათ.  სპეცრაზმმა კოლუმბიის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ ნეკოკლიში შტურმით აიღეს ხის სახლი, რომელშიც იატაკქვეშა სამალავში აკრძალული ნივთიერება იპოვეს.  

ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ფასი შავ ბაზარზე  150 მილიონ დოლარს აღწევს, რაც  დიდ   დარტყმას წარმოადგენს  დელ გოლფოს კლანის კრიმინალური ორგანიზაციისთის - განაცხადა კოლუმბიის შინაგან საქმეთა  მინისტრმა.

კოლუმბია მსოფლიოში კოკაინის მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი