ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულსა და მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

11 თებერვალი 2024, 16:03 494 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ორველაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა, ასევე, მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.

გიორგი ორველაშვილს ბრალად ედება, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო, გოგიტა ორველაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე აქვს ბრალი წაყენებული.

შემდეგი სასამართლო სხდომა 5 აპრილისთვის ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი