პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

10 თებერვალი 2024, 21:11 434 ნახვა

პროკურატურამ რუსთავში, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ორივე პირი 9 თებერვალს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი