სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური გზავნილი

10 თებერვალი 2024, 10:09 550 ნახვა

პატიმარი მიხეილ სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური გზავნილი სასამართლო პროცესიდან - ყოფილი პრეზიდენტი აანონსებს, რომ მომავალი არჩევნების დროს პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იქნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს ჩაუდგება სათავეში.

მის ამ განცხადებას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობენ, ამბობენ რომ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში კიდევ უფრო მეტად ჩართვა გარდამტეხი იქნება.

ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ პატიმარ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი