რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

09 თებერვალი 2024, 14:44 487 ნახვა

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე 36 წლის კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. შეიარაღებული პირი აგრარულ ბაზარში შეიჭრა და ხორცის სექციაში მოვაჭრეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც დადასტურებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულმა, ბიძას ხორცის ნისიად მიცემა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რის შემდეგაც მან ცეცხლი გახსნა. 

ერთ-ერთი გარდაცვლილი  ტაქსის მძღოლია, რომელმაც ბრალდებულს შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა.  რაც შეეხება დაჭრილ ახალგაზრდას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.   

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა:  განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო  შეძენა, შენახვა, ტარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი