აჭარაში, სტიქიის გამო 100-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. სტიქიის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა ქედასა და შუახევში მიწის მასა 100-ზე მეტ ადგილას ჩამოიშალა. ზვავი მოჰყვა დიდთოვლობას ხულოშიც.
შესაბამისი სამსახურები გზებს ორი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად წმენდნენ. ხეები და მიწის მასა 25 მიმართულებით საგზაო მოძრაობას აფერხებდა. ხულოში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრ ნახევარს აღწევს. იწმინდება ცენტრალური და შიდა საუბნო გზები.