სტიქია ქედაში

07 თებერვალი 2024, 18:10 492 ნახვა

სტიქიას ებრძვიან მაღალმთიან აჭარაში. ქედაში მეწყრული პროცესები 100-ზე მეტ ლოკაციაზე განვითარდა, როგორც საცხოვრებელ სახლებთან ასევე საავტომობილო გზებზე. ამ ეტაპზე 100 ოჯახი, გეოლოგების რეკომენდაციით, უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. რაც შეეხება საავტომობილო გზებს, მიწის, ქვებისა და ხეების მასის ჩამოწოლის გამო 25 მიმართულებითაა მოძრაობა შეფერხებულია. მათ შორის შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე. საკმაოდ მასშტაბურია მეწყერი სოფელ პირველ მაისთან, თუმცა შესაძლებელია შემოვლითი გზით სარგებლობა. მუშაობს საავტომობილო გზებისა და ქედის მერიის 17 ერთეული ტექნიკა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში