12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემო

07 თებერვალი 2024, 12:23 760 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ასევე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი