ირაკლი კობახიძე აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს

06 თებერვალი 2024, 14:01 365 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარება გამოთქვა.

კობახიძის თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

"სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში. როგორც მითხრეს, ორი ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ ოჯახებს. გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები და იმედია, წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარაში მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში