მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტების სხდომაზე

06 თებერვალი 2024, 12:04 459 ნახვა

პარლამენტში დღესვე მინისტრობის კანდიდატების დარჩენილი ნაწილის მოსმენა გრძელდება. პროცესი დღის მეორე ნახევარში დაიწყება. 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატები უპასუხებენ.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი განრიგის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი