სალომე ზურაბიშვილი კი პარლამენტში ბოლო გამოსვლისთვის ემზადება. პრეზიდენტი ხვალ მოხსენებით წარსდგება, რომელსაც დეპუტატებს ჩააბარებს.
მმართველ გუნდში დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მათი დასწრება იქნება ფორმალური ხასიათის, რადგან პატივს სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუციას და არა თავად პრეზიდენტს, ოპოზიციაში კი მორიგ სანახაობას ელოდებიან.
არ აქვთ მოლოდინი, რომ ,,ქართული ოცნება“, რომელმაც ქვეყნის მთავარსარდალი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და იმპიჩმენტიც გამოუცხადა, კონსტრუქციული იქნება.