პარლამენტში 6 თებერვალს პრეზიდენტს ელოდებიან

04 თებერვალი 2024, 12:04 385 ნახვა

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ხვალიდან პარლამენტი იქნება. საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირა დატვირთულია - დილიდან კომიტეტებში მინისტრთა კანდიდატების მოსმენა დაიწყება.

6 თებერვალს კი საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ანგარიშით გაიხსნება. ეს იქნება ამ რანგში სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოსმენა.

ქვეყნის მთავარსარდალი შეაჯამებს ბოლო ერთი წლის საქმიანობას და დეპუტატები მოისმენენ ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ოპოზიცია  ელოდება მორიგ დაპირისპირებას სალომე ზურაბიშვილსა და ქართულ ოცნებას შორის, რომელმაც პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ცნობილია სახელისუფლებო გუნდის განწყობებიც. ფიქრობენ, რომ არც ეს მოხსენება იქნება კონსტრუქციული, რადგან მათი თქმით, ზურაბიშვილმა ბოიკოტი გამოუცხადა ქართველ საზოგადოებასა და კონსტიტუციას.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში