შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური (კერძოდ, სხეულის რენტგენო ინსპექტირების მოწყობილობით) დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 610 გრამი) გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 67 447.12 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.