გასულ ღამეს რუსეთის ხუთ რეგიონში 21 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - რუსეთის თავდაცვის უწყება

30 იანვარი 2024, 10:11 356 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 21 უკრაინული თვითმფრინავი ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას რეგიონებში.

"გასული ღამის განმავლობაში შევაჩერეთ კიევის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 დრონი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბელგოროდში, 3 - ბრიანსკში და თითო-თითო კალუგასა და ტულას ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი