სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე, ირინე ჩიხლაძე წარადგინა

29 იანვარი 2024, 14:42 561 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილე, ირინა ჩიხლაძე წარადგინა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.

მათივე ცნობით, ირინე ჩიხლაძე  2020-2024 წლებში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ამასთან ერთად, არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი