ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ორბელიანის ქუჩაზე მეგობარი მოკლა, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სანდრო პაკელიანმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა. 18 წლის ბრალდებულს სასამართლოსთვის არ უთქვამს დანაშაულის ჩადენის მოტივი.
პროცესზე გაირკვა რომ, ნიკიტა აგიევს სავარაუდო ბრალდებულმა დანა 4 ჯერ ჩაარტყა, შემდეგ ქუჩაში მიატოვა და ტერიტორია ტაქსით დატოვა. პაკელიანთან ერთად იყო კიდევ სამი პიროვნება, პოლიციას სამივე პირი იდენტიფიცირებული ჰყავს.
გაფართოვდება თუ არა დამნაშავეთა წრე - პროკურატურა ამბობს, რომ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.