რატომ არ იცოდა სალომე ზურაბიშვილმა, რომ თბილისში სამუშაო ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი მოდიოდა? - მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტის პრეტენზია გაუგებარია და მას პროტოკოლის წესებს ახსენებენ.
აცხადებენ, რომ ეს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა იყო, რომელსაც პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ და სადაც მთავრობის წევრები მონაწილეობენ. ყველაფერი კი დადგენილი წესითა და პროტოკოლის თანახმად წარიმართა.
ცნობისთვის, საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს.
ფაქტს ოპოზიციაც გამოეხმაურა.