პოლიციამ სენაკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 26 იანვარს, სენაკში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.