ჰააგის სასამართლო აღიარებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისგან

26 იანვარი 2024, 17:29 352 ნახვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, აღიარებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისგან.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს, 2023 წლის შვიდი ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, დაღუპულებისა და დაშავებულების დიდი რაოდენობა, ასევე სახლების მასიური განადგურება მოჰყვა“, - აღნიშნა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.

სასამართლოს შეფასებით, ღაზაში ვითარების შემდგომი გაუარესების სერიოზული რისკი არსებობს და სასწრაფოდ საჭიროა დროებითი ზომების დაწესება იმის გამო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებებს.

მოსამართლის განმარტებით, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ სამხედრო ძალებმა არ ჩაიდინონ გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელმა სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში