ტექნოლოგიური გამოფენა  

26 იანვარი 2024, 10:59 291 ნახვა

სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლას-ვეგასში ტექნოლოგიურ გამოფენას CES – (სი-ი-ეს)  2024 დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გენერალური კონსული მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე ლევან ყულიჯანიშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სესიაში, რომელზეც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების  დინამაკასა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

ასევე გენერალურმა საკონსულომ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად დაიწყო მუშაობა, რომ საქართველო CES 2025-ზე იყოს წარმოდგენილი.

ღონისძიებას წელს 150 000-მდე მონაწილე ესწრებოდა, ინოვაციური პროდუქცია კი 4000-მდე კომპანიამ წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში