თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იწყება.
სასამართლო დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის საქმეს განიხილავს.
გამოძიება მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავების დროს აქციის მონაწილეებზე სამართალდამცველებმა იძალადეს.