ბათუმში წყლის ტარიფი შეიცვალა

25 იანვარი 2024, 12:00 597 ნახვა

ბათუმში წყლის ტარიფში ცვლილებებია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, 1 იანვრიდან შეიცვალა წყლისა და წყალარინების ტარიფები, რომელიც ძირითადად ვრცელდება არასაყოფაცხოვრებო კომერციულ ობიექტებზე.

კომპანია ბათუმის წყლის ინფორმაციით, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფი სულადობით, რომელიც შეადგენს 2 ლარსა და 62 თეთრს.

არასაყოფაცხოვრებო კომერციული ობიექტის ტარიფი გაიზარდა 10 თეთრით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი