ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა - რუსული მედია

24 იანვარი 2024, 14:15 476 ნახვა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“-ი ჩამოვარდა - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის პროცედურისთვის მიჰყავდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა. უწყების ცნობით, „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა გეგმური ფრენის შესრულების დროს განიცადა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი