წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმამ საკონტეინერო გადაზიდვები გააძვირა

22 იანვარი 2024, 14:55 334 ნახვა

მოკლევადიან პერიოდში საქართველოში შესაძლოა სამშენებლო მასალა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი გაძვირდეს. წითელ ზღვაში გახშირებული თავდასხმების გამო, საკონტეინერო გადაზიდვების მარშრუტები და ფასები იზრდება. საუბარია პროდუქციაზე, რომელიც სუეცის არხის გავლით ქვეყანაში აზიის ქვეყნებიდან შემოდიოდა. ქართველი გადამზიდავები ამბობენ, რომ შავი ზღვიდან ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო კონტეინერების გადაზიდვის ფასი 600-900 დოლარით, ხოლო საიმპორტო კონტეინერების ღირებულება 2.5-ჯერ გაიზარდა. ფასების დაკორექტირება მომდევნო ერთ თვეში მოუწევთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტიორებსაც. ცნობისთვის, სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო გადამზიდები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს. შექმნილი ვითარების ფონზე, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტები ზღვის სახმელეთო დერეფნის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ, მათი თქმით ქვეყანამ ჩინეთიდან მომავალი ტვირთები სარკინიზო გადაზიდვებით უნდა მიიღოს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში