არჩევნების ისტორია და პოლიტიკური იდეოლოგია - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრის მიზანია აჭარაში 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის არჩევნების ჩატარების, ხმის მიცემის პროცედურების და საარჩევნო სისტემის გაცნობა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.
საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს მრავალფეროვნების მოზაიკის სკოლამ სოლიდარობის თემის გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს, საინფორმაციო შეხვედრა დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება.