მიხეილ სააკაშილის სასამართლო პროცესი

10 იანვარი 2024, 11:58 396 ნახვა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე  საქალაქო სასამართლოში სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ სასამართლოს არ ჰქონდა ინფორმაცია, სურდა თუ არა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სხდომის გაგრძელება, მისი მონაწილეობის გარეშე. სხდომის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ  ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო  დღევანდელ სხდომას დისტანციურად ვერ დაესწრებოდა.

სხდომის დაწყებისას მოსამართლემ „ვივა მედიდან“  გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც  მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი  არ დასწრების მიზეზს განმარტავდა. მხარეები ვერ შეთანხდნენ, გაგრძელებულიყო თუ არა სხდომა მიხეილ სააკაშვილის  მონაწილეობის გარეშე.

ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ  დაცვის მხარის მოწმის გამოკითხვა უნდა გადადებულიყო, რადგან  ბრალდებულის პოზიცია  იყო ბუნდოვანი, სურდა თუ არა მას სხდომის გაგრძელება მისი მონაწილეობის გარეშე.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ  სხდომის გაგრძელებით ბრალდებულის უფლებები არ ირღვეოდა და მოწმე დღეს უნდა დაკითხულიყო.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში