გამონაკლისი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე 

10 იანვარი 2024, 11:55 470 ნახვა

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე დროებით გამონაკლისი დაიშვა. საუბარია იმ  ავტომობილებზე, რომლებიც უკვე გემზეა დატვირთული და მათი საქართველოში 1 იანვრამდე  ჩამოსვლა და რეგისტრაცია ვერ მოესწრო.

შეღავათის დაწესება მას შემდეგ მოხდა, რაც ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ საკითხთან დაკავშირებით აქცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაცია პირველი იანვრიდან შეიზღუდა.

ქვეყანამ ავტოიმპორტიორებისთვის მინიმალური ევრო-5-ის სტანდარტი დააწესა, რისი მიზანიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის, კერძოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი