"საქართველო ჩემი ბაღია"- ამ სახელწოდების კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. კონკურსი "საქართველო - ჩემი ბაღია" მოყვარულ ფლორისტთა მოტივაციის ამაღლებას და მათ შორის საუკეთესოთა გამოვლენას ემსახურება. კლუბი პროექტის პოპულარიზაციას ამჯერად ბათუმში ახორციელებს. ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორი ბათუმის „ქალთა კლუბია“, რომელმაც "სოსანთან" ერთობლივი ღონისძიებები სწორედ ამ წარმატებული პროექტის პრეზენტაციით დაიწყო.