ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეს თავს დაესხნენ. რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა.
თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა.
ტელეწამყვანის მიმართ თავდასხმის მცდელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.