იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა

05 იანვარი 2024, 11:16 595 ნახვა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი. მოქალაქეების ნაწილი კი ნანგრევებშია დარჩენილი. დაკარგულად მიიჩნევა 242 პირი. 

სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 

ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას შეადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი