სამხედროების ახალი წელი

02 იანვარი 2024, 19:50 539 ნახვა

ახალი წელი აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვევით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. უწყების ინფორმაციით ჯუანშერ ბურჭულაძემ პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში