ბათუმში ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში 20-მდე ოჯახი შეიჭრა

27 დეკემბერი 2023, 15:11 660 ნახვა

ამ დრომდე რჩება 20 ოჯახი ბარცხანის ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში. შიდა და გარე პერიმეტრს სამართალდამცველები და სამხედრო პირები აკონტროლებენ. ჟურნალისტებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ. მოქალაქეებთან არ შეუშვეს ოპოზიციონერი დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონიც. ოჯახები, როგორც თავად აცხადებენ, სოციალურად დაუცველები არიან, ეკომიგრანტი ოჯახები და მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლი ქალები არასრულწლოვან შვილებთან ერთად. მოქალაქეები ყოფილი სამხედრო დანაყოფის შენობის დატოვებას საცხოვრისით უზრუნველყოფის მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ. რამდენიმე საათის განმავლობაში მათთან მოლაპარაკებას მართავდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. რამაზ ჯინჭარაძე მათ ერთჯერად დახმარებას და შესაბამის პროგრამებში ჩართვას დაჰპირდა, რასაც შენობაში მყოფი ოჯახები არ თანხმდებიან. მოქალაქეების შენობაში შეჭრა გააპროტესტეს ადგილობრივებმაც, რომლებიც ამავე ქუჩაზე ცხოვრობენ. აცხადებენ, რომ ეს შეჭრის პირველი შემთხვევა არ არის. შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი