დიპლომატიური კორპუსის შრომის შესაფასებლად და მომავალი წლის აქტივობების დასაგეგმად კონფერენცია 4 საათზე მეტია მიმდინარეობს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს აღიარებენ ევროკომისრები, რომლებიც ქვეყანას სტატუსის მიღებას ვიდეო მიმართვით ულოცავენ. ელჩები კი განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა რეფორმებს დროულად გაატარებს, დათქმებს შეასრულებს - ამით კი უახლოეს პერიოდში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გზას გახსნის.