ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა. დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს, - მილოცვას თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას.
მადლობა ჩვენს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გაწეული შეუფასებელი ღვაწლისთვის,"- წერს თორნიკე რიჟვაძე.