პუტინის ომი უკრაინაში

24 დეკემბერი 2023, 11:52 488 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. გვიან ღამით იერიში მიიტანეს ხერსონის საცხოვრებელ უბნებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაბომბვის დროს დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება. მანამდე, ხერსონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა მასშტაბური იერიში მიიტანა ხერსონში საცხოვრებელ უბნებზე. იტალიის თავდაცვის მინისტრი კი უკრაინაში ომის პოლიტიკური დარეგულირების მოწოდებით გამოდის. გვიდო კროზეტო აღნიშნავს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაც. დაამატა, რომ ის რისი მიღწევაც შეუძლებელია სამხედრო გზით, შესაძლებელია მიღწეული იყოს პოლიტიკური და დიპლომატიური ფრონტის გახსნით. უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება ომის სამართლიანად დასრულების ერთ-ერთი გასაღებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი