საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობის რეფორმის მაკოორდინირებელმა უწყებამ, ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციამ სტუმრებს გააცნო გეგმის პროექტით გათვალისწინებული ინიციატივები. სამოქმედო გეგმა 10 ინიციატივას მოიცავს და მისი მიზანია, გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები. გეგმის პროექტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის პროცესში ჩართულობა.