საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები იყო საუბრის მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის შეხვედრაზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და აღინიშნა ,რომ ამ შეთანხმების მიზანი შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.