ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხისთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ - პრემიერი

14 დეკემბერი 2023, 22:55 548 ნახვა

ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა მოქალაქეებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება სტატუსი, მიულოცა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებს.

"ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება, ასევე მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი.

 

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარია გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად. რაც მთვარია, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს. მინდა, მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი