ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში

11 დეკემბერი 2023, 18:10 440 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადა ათმა დეპუტატმა. კანონპროექტით დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრება, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი დაფინანსდება სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი. კანონის პროექტით, ასევე იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი