აქცია პოლიციის სამმართველოსთან

11 მარტი 2017, 00:00 3106 ნახვა

აქციის მონაწილეებმა, ქალაქის მთავარი შესასვლელიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ასევე გრძელდება აქცია “ბათუმი პლაზასთან,” სადაც გზა გადაკეტილი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. ჩვენ ვცდილობდით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარის მოპოვებას, მათი პოზიციის გაგებას, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. აქციის მონაწილეები აჭარის და ბათუმის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის შეცვლას მოითხოვენ.  მათი განცხადებით, სწორედ ახალი კადრების დანიშვნის შემდეგ დაიწყო ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება. ასევე საინტერესოა ასაჩივრებდნენ თუ არა მოქალაქეები ჯარიმებს, რადგან როგორც ვიცით ვრცელდებოდა ვიდეოები, რა დროსაც მოქალაქეები აპროტესტებდნენ ჯარიმებს, პოლიცია კი მათ იქვე მიუთითებდა, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ეთანხმებოდნენ ჯარიმას, შეეძლოთ გასაჩივრება. ესეც გვინდა ვკითხოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციას, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჩვენ ზარებს უკვე აღარ პასუხობენ. და რა ხდება ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამმართველოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 2 საათის წინ გადაინაცვლეს.

ამავე კატეგორიაში