ნიკა მელია ახალ პარტიას აფუძნებს-შეფასებები

08 დეკემბერი 2023, 11:50 433 ნახვა

,,წინ მომავლისკენ“ -სავარაუდოდ ასე ერქმევა ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიას. ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ახალი პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნებისთვის ძალებს უკვე იკრებს. ემზადება ყრილობისთვისაც, რომელიც როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში უნდა ჩატარდეს. ცხადია ახალ პარტიაში ენმ-დან წასულებს ვიხილავთ, რომლებმაც პარტია ბოლო რამდენიმე დღეში დატოვეს იმის გამო, რომ დავით კეზერაშვილის გავლენები იცნეს. თუმცა მაინც მთავარი კითხვა, ვინ ითანამშრომლებს ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარესთან და იქნებიან თუ არა მის გუნდში ახალი სახეები. ვიდრე ეს ყველაფერი გაირკვევა, ნიკა მელია უკვე აანონსებს, რომ მთავარი სწორება ქართული ოცნების შესუსტებაზე ექნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში