მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? - ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 დეკემბერი 2023, 10:25 470 ნახვა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა, რომ ღაზაში ზავის დროს ჰამასის მიერ გათავისუფლებულ მძევლებთან შეხვედრაზე  სექსუალური ძალადობის ისტორიები  მოისმინა და  ქალთა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მოუწოდა იმოქმედონ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათი მხრიდან  ამის თაობაზე   აღშფოთება არ გაუგია. ნეთანიაჰუს თქმით, ღაზის სექტორის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია გაფართოვდა და  ისრაელის არმიისთვის მიუღწეველი ადგილი არ დარჩენილა.

პარალელურად, ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ იძიებს შესაძლო სექსუალურ დანაშაულებს, რომელიც  ჩაიდინა  რამდენიმე ასეულმა ბოევიკმა, რომლებიც ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ დააკავეს. ისრაელის პოლიციის მიზანია პატიმრობაში მყოფი ყველა ეჭვმიტანილის გასამართლება.

პოლიციამ გამოაქვეყნა თვითმხილველების ჩვენების ვიდეო კადრები, ერთ-ერთი მათგანი ნოვას ფესტივალზე თავდასხმის მოწმეა. 7 ოქტომბრის ჰამასის  თავდასხმის შედეგად დაღუპული ათას 200 ადამიანიდან 300 ქალი იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ნახევრად შიშველი, ხელ-ფეხშეკრული, ჩალურჯებებით, თავის არეში  ცეცხლსასროლი ჭრილობით ან დამწვარი ქალები იპოვეს ორ თემში, მათ შორის კიბუც ბეერიში, და ღია ცის ქვეშ მუსიკალურ ფესტივალზე.  ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მსხვერპლები აწამეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გააუპატიურეს, ცოცხლად დაწვეს. რასაც ჰამასი უარყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი