წყალარინების, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება, ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობა, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის და გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის გამართვა - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება.
ხვალ დაგეგმილია ბონი-გოროდოკის, თამარისა და მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში.