ე.წ. ლამინირებული პასპორტები უქმდება

04 დეკემბერი 2023, 14:50 443 ნახვა

დღესვე ბიუროს სხდომაზე განიხილავენ კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ე.წ-ულ ლამინირებულ პირადობებს ეხება. უქმდება და იურიდიულ ძალას კარგავს   2011 წლამდე გაცემული ყველა ამ ტიპის პირადობის მოწმობა.

თუმცა ამის პარალელურად იუსტიციის სამინისტრო  მაინც დაუმზადებს   იმავე დოკუმენტს იმ  მოქალაქეებს, რომლებიც აიდი ბარათზე გარკვეული, მათ შორის რელიგიური მიზეზით უარს ამბობდნენ. 

ოპოზიციამ ცვლილებაში უკვე დაინახა არჩევნების გაყალბების  რისკები, რადგან აცხდაბენ, რომ ელექტრონული  აპარატი აღრიცხვას ვერ მოახერხებს და არჩევნებზე ხმის მიცემა ლამინირებული პირადობით დარჩება კონტროლს მიღმა, თუმცა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ  სულ ქვეყანაში  65 ადამიანია, ვინც რელიგიური მიზეზით უარს ამბობს ლამინირებულ პირადობაზე,  ამიტომ თავიდან დაბეჭდვის შემთხევაში გაყალბების რისკებს ვერ ხედავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი