უპრეცედენტო რაოდენობით, უკანონოდ გაცემული ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტი და ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე - სამ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აუკრძალეს.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის “ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ.
გორის ამბულატორიული კლინიკაში აცხადებენ, რომ არ არსებობს მათი უკანონო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება. კლინიკა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.